Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და თსუ-ის საქმისწარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.     განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2015 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკები.
2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2015 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურებისთვის შეიქმნას კომისია.
3.    კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგნელობით:
1)    ნანი გაფრინდაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე.
2)    თეიმურაზ პაპასქირი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3)    დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
4)    ზვიად მურადაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
5)    თამარ მოკვერაშვილი– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანის
მოვალეობის შესრულებელი                                                                   /ნანიგაფრინდაშვილი/